მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nissan-ი წელს $4.5 მილიარდის ოდენობის ზარალს ელოდება

5f2057e595dac
ნათია თაქთაქიშვილი
28.07.20 22:00
1010
ავტოკონცერნი Nissan Motor-ი $4.5 მილიარდის წლიურ ზარალს პროგნოზირებს და აცხადებს, რომ მათი გაყიდვები 16%-ით შემცირებულია, რადგან კომპანია ვერ ახერხებს დაუბრუნდეს კორონავირუსის პანდემიამდელ მდგომარეობას. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, Nissan Motor Co-მა მიმდინარე წლის პირველი კვარტალი 153.9 მილიარდი იუანის ზარალით დაასრულა, ხოლო მეორე კვარტალში ავტოკონცერნის ზარალმა 94.8 მილიარდი იუანი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ Nissan Motor Co მსოფლიო ბაზარზე აგრესიულ კამპანიას ატარებდა და წლების განმავლობაში ფართოვდებოდა, რაც კომპანიის შემოსავლებზეც პოზიტიურად აისახებოდა. როგორც გამოცემა წერს, ავტოკონცერნზე ცუდი გავლენა მოახდინა Nissan-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის კარლოს გონის საქმემ, რომელიც კორუფციაში ამხილეს და რომელიც პასუხისმგებლობას გაექცა.

Nissan-ის აღმასრულებელი დირექტორის მაკოტო უჩიდას განცხადებით, მიმდინარე პროგნოზებით 2020 წელი კომპანიისთვის გამოწვევების წელი იქნება.

როგორც Reuters-ი წერს, ავტომობილების გლობალური გაყიდვები 48%-ით არის შემცირებული. მეორე კვარტალში 643,000 ავტომობილი გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ გაყიდვები განახევრებულია ისეთ სტრატეგიულ ბაზარზე, როგორიც ჩრდილოეთ ამერიკაა, ხოლო ჩინეთში ავტომობილებზე მოთხოვნა 40%-ით არის შემცირებული.