იაპონური Nissan-ის განცხადებით, კომპანია ელექტრონული Qashqai-სა და Juke-ის წარმოებას სანდერლენდში, დიდი ბრიტანეთში დაიწყებს.
ინვესტიციის წინასწარი მოცულობა დაახლოებით 1 მილიარდ 250 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება. გარდა ამისა, ირკვევა, რომ სახელმწიფო Nissan-ს საკრედიტო გარანტიებს და სპეციალურ პირობებს მისცემს, რათა ქვეყანაში FDI-ს მოზიდვა წაახალისოს.
ბრიტანეთში წარმოებული ელექტრომობილები თავად ქვეყნის და ევროკავშირის მასშტაბით გაიყიდება.