მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიუ-იორკის რომელ ქუჩაზეა უძრავი ქონება ყველაზე ძვირი

5daec2b7e9827
მიხეილ ხაჩიძე
23.10.19 00:02
1302

"მანჰეტენში მდებარე Central Park South-ში, რომელიც ცნობილი ცენტრალური პარკის გვერდით მდებარეობს, უძრავი ქონება ყველაზე ძვირია", - ამის შესახებ კომპანია PropertyClub- ის დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც უძრავი ქონების ბაზარს სწავლობს. დოკუმენტის ავტორები  უძრავი ქონების გაყიდვების შესახებ ნიუ-იორკის ფინანსთა დეპარტამენტის მონაცემებს ეყრდნობიან.


ქალაქის ამ ნაწილში უძრავი ქონების საშუალო ღირებულება 2019 წლის იანვრიდან ივლისამდე 9,8 მილიონი აშშ დოლარი იყო. ქუჩა კოლუმბუსის მოედნიდან მეხუთე ავენიუამდეა გადაჭიმული. Business Insider-ის ცნობით, ზოგიერთი სახლი ცენტრალური პარკის სამხრეთში ცათამბჯენების არქიტექტურული ანსამბლის ნაწილია, რომლებსაც "მილიარდერების უბანი" ეწოდება. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით ამ უბანში მთლიანობაში 53 საცხოვრებელი სახლი გაიყიდა.


შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში ამერიკელმა ფინანსისტმა კენ გრიფინმა Central Park South-ის 220 ნომერში 238 მილიონ აშშ დოლარად შეფასებული პენტჰაუსი იყიდა; შენობა ამჟამად შეერთებული შტატების ყველაზე ძვირადღირებულ ნაგებობად ითვლება.