მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიუ-იორკში მაკიაჟის მუზეუმი გაიხსნება

5e3a9be3aeb9f
ნათია თაქთაქიშვილი
05.02.20 23:00
968
მაკიაჟის მოყვარულებს სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ, რადგან სულ მალე ნიუ-იორკში მაკიაჟის მუზეუმი გაიხსნება. მუზეუმის გახსნა მაისშია მოსალოდნელი, ხოლო დაინტერესებული პირები ბილეთების შეძენას მარტის თვიდან შეძლებენ. ამის შესახებ Yahoo Finance-ი წერს.

მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ის ნივთები, რომელბმაც მაკიაჟის ისტორია შექმნეს აშშ-ში 1950 წლიდან მოყოლებული დღემდე. მუზეუმში ასევე განთვსდება Erno Laszlo-ს პროდუქციის ვინტაჟური ხაზი, რომლის აქტიური მომხმარებლებიც იყვნენ მერლინ მონრო და გრეტა გარბო.

მუზეუმი სტუმრებს გააცნობს მაკიაჟის ტენდენციებს და ასევე რომელი ცნობილი სახე, რა სახის პროდუქციას მოიხმარს.

„მიუხედავად იმისა, რომ მაკიაჟს 10,000 წელზე დიდი ხნის ისტორია აქვს, თანამედროვე მაკიაჟის ისტორია დაახლოებით 1950 წლიდან იწყება. სწორედ ამიტომ გავამახვილეთ ყურადღება ამ პერიოდზე“, - განაცხადა დორენ ბლოხმა, მუზეუმის აღმასრულებელმა დირექტორმა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მაკიაჟის მუზეუმი მანჰეტენზე განთავსდება.