მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიუ-იორკში ომიკრონის 10 შემთხვევა გამოვლინდა

61af5e6489514
თათია კაკიაშვილი
07.12.21 20:00
500
ნიუ-იორკში Covid-19 ვირუსის ახალი შტამის - ომიკრონის 10 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. სპეციალისტები მას ამ დროისთვის აფასებენ, როგორც უფრო გადამდებს, ვიდრე კოვიდის წინა შტამებს.

BBC-ის ცნობითვე, ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც ვირუსის ახალი შტამი დაუდასტურდა, 23 ნოემბერს მანჰეტენში ანიმეების კონგრესს ესწრებოდა, რა დროსაც შენობაში ასობით სხვა ადამიანიც იმყოფებოდა. შესაბამისად, არსებობს მოლოდინი, რომ ომიკრონით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ უფრო მოიმატებს.

არსებული მონაცემებით, ვირუსის გადადების სიხშირე ნიუ-იორკში გასულ თვესთან შედარებით, ზრდადია. რაც შეეხება ვაქცინაციის საერთო მაჩვენებელს, ამ დროისთვის აშშ-ში მოსახლეობის 60% აცრილია, ხოლო ნიუ-იორკში სრულად ვაქცინირებულია 69%.

ცნობისთვის, კერძო სექტორში დასაქმებულების სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ პრეზიდენტ ბაიდენის პოლიტიკა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ პოლიტიკა,  კონგრესსა და სასამართლოებში არსებული წინააღმდეგობების გამო  შეჩერდა, თუმცა ამის მიუხედავად, ამ დროისთვის ათობით კომპანიაში მათ შორის: Morgan Stanley-ში, Blackrock-ში, Goldman Sachs-ში,“მაკდონალდსში“, „უოლგრინსსა“ და „უოლმარტში“ დამსაქმებლები აცხადებენ, რომ თანამშრომლები აცრილები უნდა იყვნენ, რათა ოფისებს დაუბრუნდნენ.