მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოდარ ახალკაცი FIFA-ს ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტზე დაინიშნა

5eb862e850126
BM.GE
11.05.20 00:18
2645
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი FIFA-ს წევრი ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტზე დაინიშნა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

"საამაყოა ის წარმატება, რომელსაც ჩვენმა თანამემამულემ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში მიაღწია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ულოცავს მას წინსვლას და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში,"- ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ FIFA-ს საკადრო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში

ახალკაცი სფფ-ის პრეზიდენტის პოსტს 2005-09 წლებში იკავებდა. 2017 წლიდან მოყოლებული მსოფლიოს ფეხბურთის მმართველ ორგანოში მაღალ თანამდებობებზე საქმიანობდა.