მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FIFA-ს ეთიკის კომიტეტმა სამუელ ეტო'ოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

სამუელ ეტო'ო გამოძიება

კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ სამუელ ეტო'ოს წინააღმდეგ FIFA-მ გამოძიება დაიწყო. ყოფილ ფეხბურთელს ბრალად ედება კორუფცია, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და მატჩების ჩაწყობა.

გამოძიებაში მთავარი მოწმე კამერუნის ფედერაციის წინა ხელმძღვანელი ნიალა კუან ჯუნიორია, რომლის განცხადებით, ეტო'ომ ადგილობრივი ჩემპიონატის მრავალი მატჩის შედეგზე გავლენა მოახდინა და ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ პირებს, მათ შორის თავად კუან ჯუნიორს დაემუქრა.

კუან ჯუნიორის მტკიცებით, ეტო'ომ ჩემპიონატის მატჩი NQSA-სა და Kumba City FC-ს შორის ჩააწყო. ის აღნიშნავს, რომ ყოფილი ფეხბურთელი მსაჯებს შესვენებისას ტელეფონით მითითებებს აძლევდა.

გამოცემა Athletic-ის ცნობით, მათ მოიპოვეს ელ.წერილი, WhatsApp შეტყობინებები და აუდიოჩანაწერები, რომლებიც ეტო'ოს დანაშაულს ერთბაშად რამდენიმე ეპიზოდში ადასტურებს.

FIFA-მ და აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CAF) საქმეზე გამოძიება დაიწყო, ხოლო ეტო'ო ბრალდებებს უარყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები