ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (OECD) კორონავირუსის გამო, გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა. ახალი პროგნოზით, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიური გავრცელება გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე 1.5%-იანი შემცირებით შეიძლება აისახოს. ამასთან, ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს რისკზე, რომ ევროკავშირსა და იაპონიაში შესაძლოა რეცესიაც დაიწყოს.
"ვირუსის ფართო გავრცელება აზია-წყნაროკეანურ რეგიონში, ისეთივე მასშტაბის მქონემ, როგორც ჩინეთშია, შესაძლოა გლობალური ეკონომიკური ზრდა 2020 წელს 1.5%-ით შეამციროს. ეს ჩვენ მიერ 2019 წლის ნოემბერში პროგნოზირებული გლობალური ზრდის ფაქტობრივად განახევრება იქნება. შემზუდავი ქმედებები და მოქალაქეთა მიერ ნდობის შემცირება მძიმედ აისახება, როგორც წარმოებაზე, ასევე ხარჯვაზე, მის შედეგად შესაძლოა ევროკავშირსა და იაპონიაში რეცესია დაიწყოს,"- ნათქვამია OECD-ის შეფასებაში.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 5 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსი 85 ქვეყანაში არის გავრცელებული, ვირუსით ინფიცირების – 95,447, განკურნების – 51,233, ხოლო გარდაცვალების 3,284 შემთხვევა არის აღრიცხული. უკანასკნელ დღეებში ყველაზე მაღალი ტემპით ინფიცირების შემთხვევები იტალიაში გაიზარდა, სადაც ამ დროისთვის 3,000-ზე მეტი ინფიცირებული და 100-ზე მეტი გარდაცვლილია.
საქართველოში ოფიციალური ინფორმაციით, ახალი ვირუსით სულ ოთხი ადამიანი არის ინფიცირებული. აქედან ორს სიმპტომები იტალიაში, ორს კი ირანში ვიზიტის შემდგომ გამოუვლინდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას