„კოსკო შიპინგის“ კომერციული დირექტორის გივი ჩაჩანიძის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვის კუთხით უზამრაზარი მოთხოვნა გაჩნდა, თუმცა ქვეყანამ ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. ამის შესახებ მან BMG-ის გადაცემა „საქმიანი დილაში“ ისაუბრა.
ლოგისტიკური კომპანიის ხელმძღვანელი ამის მიზეზად ქვეყანაში ინფრასტრუქტურულ გამართაობას ასახელებს.
„ზოგადად, ცუდი ის არის, რომ არასოდეს გეგმის მიხედვით არ მივდივართ. ტვირთების ზრდას ყოველთვის რაღაც ფაქტორი იწვევს ხოლმე და არა ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები. როდესაც მოულოდნელი რაღაც ხდება, მერე ძნელია უცებ გაზრდილ მოთხოვნას მოერგო. იგივე იყო 2019 წელსაც, როდესაც უზარმაზარი მოთხოვნა იყო ამერიკულ მანქანებზე, რომ სომხეთის გავლით ჩასულიყო რუსეთსა და ყაზახეთში. მაშინ უფრო მეტი ტვირთის მიღებაში ბიუროკრატიამ შეგვიშალა ხელი.
დღესაც იგივე ხდება. რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, საქართველოზე ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით უზამრაზარი მოთხოვნა გაჩნდა, ვერც კი ვიოცნებებდით ასეთ დიდ რიცხვებზე, თუმცა ისევ ვერაფერი ვერ ვქენით. დღეს ასეთი მოთხოვნა აღარ არის“, - ამბობს გივი ჩაჩანიძე.
მისი შეფასებით, იმისათვის, რომ საქართველომ გაზრდილ ტვირთბრუნვას უპასუხოს, სამი სტრატეგიული ობიექტის - პორტის, ტერმინალისა და რკინიგზის გამართულად ფუნქციონირებაა საჭირო.
„ცენტრალური აზია თავისი ბუნებრივი წიაღისეულითაა ცნობილი, რომელიც ძირითადად რუსეთიდან გადიოდა. რუსეთის რკინიგზა, რომელიც უზარმაზარია და რომელთან კონკურენციაც შეუძლებელია - დაიკეტა; სანკტ-პეტერბურგის პორტიც მთლიანად დაიკეტა, მაგრამ ამ ტვირთებმა საქართველოზე გამოსვლა ვერ მოახერხა. თავიდან ვცადეთ, წამოვიღეთ, მაგრამ გავიჭედეთ გადაზიდვაში. არ გვაქვს ამხელა ინფრასტრუქტურა - პორტი, ტერმინალი, რკინიგზა. პორტს უჭირს, ასე თუ ისე ერევა, მაგრამ პორტამდე ამ ტვირთის მიტანა პრობლემაა. როდესაც დიდი მოთხოვნაა, საბაჟოსაც კი უჭირს ხოლმე“, - თქვა "კოსკო შიპინგის" კომერციულმა დირექტორმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს