სკოლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ონლაინ-სწავლებაში ჩართული პედაგოგები ძალიან დიდი დატვირთვით მუშაობენ და კარგი იქნება, თუ მათი ანაზღაურება გადაიხედება, - განცხადება პარლამენტში, განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ნუგზარ კედელაშვილმა გააკეთა, რომელიც თბილისის 42-ე სკოლას წარმოადგენს.
„ონლაინ-სწავლების დროს პედაგოგების დატვირთვა დილის 9 საათიდან საღამოს 7-8 საათამდე გრძელდება. ძალიან კარგი იქნება, თუ სახელმწიფო მოახერხებს მათი ანაზღაურების ცოტა კიდევ გაზრდას, მეტი მოტივაცია ექნებათ მათ“, - განაცხადა მან.
კომიტეტზე ონლაინ-სწავლების დროს წარმოქმნილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე საუბრობენ. რეგიონების სკოლების წარმომადგენლები სწავლების პროცესში ძირითად პრობლემად ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას, ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებენ. თბილისში კი ძირითადი პრობლემა მოსწავლეების მიდგომაა, ისინი ონლაინ-გაკვეთილის დროს ვიდეოს არ რთავენ და საგაკვეთილო პროცესში არ ერთვებიან.
„თბილისში ინტერნეტის პრობლემა არ დგას, თუმცა ონლაინ-სწავლებასთან დაკავშირებით სხვა პრობლემებია. პედაგოგებმა უკვე გამოცდილება დააგროვეს, თუმცა პრობლემები არის. ონლაინ-სწავლება ნებაყოფლობითია, თუმცა მოსწავლეების ნაწილი არ აქტიურობს ჩატში და ჩვენ სხვა ღონისძებების გატარება გვიწევს მათ გასააქტიურებლად. კარგი იქნება, თუ ამ მხრივ რამეს მოვიფიქრებთ“, - აღნიშნა კედელაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება