17.აპრილი .2021 21:30

ორი პრობლემა, რაც მომხმარებელსა და ბანკებს შორის არსებობს - გიორგი კეპულაძის მოსაზრება

ორი პრობლემა, რაც მომხმარებელსა და ბანკებს შორის არსებობს - გიორგი კეპულაძის მოსაზრება
views 431
უკან

არასათანადო კომუნიკაცია და ფინანსური განათლების არქონა - ამ პრობლემებს გამოყოფს არასამთარობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე BMG Drive-ში ბანკებსა და მომხმარებელს შორის არსებულ სირთულეებზე საუბრისას.

პრობლემების გადაწყვეტაში მთავარ გამოსავალს კი ბანკების მხრიდან მომხმარებელთა ინფორმირებულობას და მათი ფინანსური განათლების გაზრდის კუთხით პროგრამების გააქტიურებაში ხედავს. მისი თქმით, „საზოგადოება და ბანკებს“ ბევრი ბანკთან წარმოშობილი პრობლემების გამო ბევრი მოქალაქე მიმართავს.

„ძირითადი პრობლემა საზოგადოებასა და ბანკებს შორის ნაკლები კომუნიკაციაა. არასათანადო კომუნიკაციის შედეგად რიგ შემთხვევაში მომხმარებელთა უფლებები ირღვევა, რომელთა შესახებ ხმა მენეჯმენტამდე შეიძლება არც მივიდეს. ისინი ჩვენ ძალიან ელემენტარულ პრობლემაზე მოგვმართავენ, რომელთა გადაჭრას დარწმუნებული ვარ არასამთავრობო ორგანიზაცია, ან მედია არ სჭირდება, მაგრამ ხშირად კომუნიკაციის პრობლემა მართლაც არსებობს.

მნიშვნელოვანი პრობლემაა ასევე ფინანსური განათლება. ბანკებმა უნდა იზრუნონ, რომ მათი მომხმარებლები ფინანსურად მეტად განათლებულები იყვნენ, რადგან ეს მათთვის ნაკლები ხარჯი და უფრო დაზღვეული პორტფელია. როდესაც მომხმარებელი ფინანსურად განათლებულია, ის არ გარისკავს საბანკო პროდუქტის აღებას, სანამ კარგად არ დარწმუნდება საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებში. ეს შეიძლება გრძელვადიანი პროგრამაა, მაგრამ მეტი ფინანსურად განათლებული მომხმარებელი, ნიშნავს ნაკლებად დაზარალებულ მომხამრებელს და მეტ შემოსავალს ბანკებისთვის. ბანკების მხრიდან ამ კუთხით დღეს ჩადებული ინვესტიცია იქნება შემდგომი მოგება კომერციული ბანკებისთვის. გარკეულ ნაბიჯებს ბანკები ამ მიმართულებით დგამენ, მათ შორის ეროვნული ბანკი აქტიურადაა ჩართული ფინანსური განათლების საკითხებში და მომხმარებელთა დაცვის კუთხით, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს საკმარისი არაა. მეტი რესურსის დახარჯვაა საჭირო, რის ნაკლებობასაც ბანკები არ განიცდიან“, - განაცხადა გიორგი გეპულაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა