მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამწუხაროდ, ფიშინგი მუდმივი პრობლემაა - გიორგი კეპულაძე

ფიშინგი

საზოგადოება და ბანკებისდამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ფიშინგი, რომელიც ინტერნეტთაღლითობის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა, მუდმივ პრობლემას წარმოადგენს.

როგორც მან BMG-სთან განაცხადა, ბოლო კვირების განმავლობაში გააქტიურებულია თაღლითური საინვესტიციო შეთავაზებები, რომელთა მიზანიც მოწყობილობაზე კონტროლის მოპოვებაა. კეპულაძე ამბობს, რომ მოქალაქეებმა მსგავსი შეტყობინებების მიმართ სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

„სამწუხაროდ, ფიშინგი მუდმივი პრობლემაა. ტალღები ახასიათებს - გააქტიურდება, რაღაც ახალი მეთოდი გამოჩნდება, შემდეგ თითქოს მინელდება. ბოლო რამდენიმე კვირაა ძველი მეთოდებით, არის რაღაც საინვესტიციო შეთავაზებები. თითქოს საინვესტიციო შეთავაზებას უკეთებენ ადამიანს, შემდეგ ეუბნებიან, რომ დაგარეგისტრიროთ აპლიკაცია უნდა გადმოწერო, ამით კი შესაძლებლობა ეძლევათ, სხვა მოწყობილობიდან ჩვენს მოწყობილობაში შემოვიდნენ. ჩვენ დაგვირეკა მომხმარებელმა, რომელმაც თქვა, რომ საკუთარი თვალით უყურებდა, როგორ აიღეს მის მაგივრად სესხი. ეს სქემა ჯერჯერობით მოქმედია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ გავცეთ ჩვენი პირადი ინფორმაცია, მით უმეტეს, არ ვენდოთ უცხო ადამიანებს, არ დავაყენოთ ისეთი აპლიკაციები და არ მივცეთ კოდი, რომლითაც შეძლებენ ჩვენს მოწყობილობაზე შემოსვლას. მომხმარებლები უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ყურადღებით“,- აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები