მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა გაიხსნა

5ece239ca3a05
ნათია თაქთაქიშვილი
27.05.20 12:42
1007
ორთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა გაიხსნა. ზარის ღილაკს, რომელიც ბროკერებს ვაჭრობის დაწყებას აუწყებს, ხელი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ დააჭირა.

ბირჟის მუშაობაში COVID19-ის გამო გარკვეული კორექტივებია შესული. სამუშაოს, ჯერჯერობით, ტრეიდერთა მხოლოდ მეოთხედი დაუბრუნდა.

ახალი რეგულაციებით, მათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ უნდა ისარგებლონ, ნიღბები უნდა ატარონ და სოციალური დისტანცია დაიცვან.