18.იანვარი .2020 16:35

ოთხი ახალი მარშრუტი თბილისში, სადაც შესაძლოა, საბაგირომ იმოძრაოს

views 733
უკან

თბილისში ოთხი შესაძლო საბაგირო მარშრუტი გამოიკვეთა. ამის შესახებ BM.GE-ის თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი შარკოვმა განუცხადა. მისი თქმით, საბაგიროების შესაძლო მარშრუტები იმ ტექნიკურ-ეკონომიკურმა კვლევამ გამოკვეთა, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ კონტაქტორ კომპანიას დაუკვეთა.

შარკოვი ამ ეტაპზე ოთხი ახალი საბაგიროს შესაძლო პროექტირებისა, თუ მშენებლობის ვადებს ვერ ასახელებს.

"ახმეტელი-ზღვის უბანი, სარაჯიშვილის მეტრო-ზღვის უბანი, სამგორი–ვაზისუბნის მიმართულება და სამება-მახათას მიმართულება – ეს არის 4 ძირითადი მარშრუტი, რომელთა პრიორიტეტულობის თაობაზე ახლა განხილვა მიმდინარეობს, ანუ რომელი მარშრუტის განხორციელება შეიძლება ჩაითვალოს პრიორიტეტად პირველ ეტაპზე. როგორც კი მერიასთან ერთად მიღებული იქნება ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, დაიწყება პროექტირებისა და განხორციელების სამუშაოები", - აცხადებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი.

ცნობისთვის: თბილისში საბაგირო ტრანსპორტის განვითარების პოტენციალისა და ალტერნატიული დერეფნების შესწავლა, 2016-17 წლებში ფრანგული კომპანია "სისტრას" მიერ განხორციელებულ კვლევებს ეფუძნება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, საბაგირო მარშრუტების შერჩევის კრიტერიუმებში გათვალისწინებული იყო საბაგიროს როგორც საზოგადოებრივი, ისე ტურისტული ტრანსპორტის მნიშვნელობაც.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა