მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთხი მინისტრი კორონავირუსით არის ინფიცირებული

61ee6190c09a9
ინგა მურუსიძე
24.01.22 12:17
976

საქართველოს მთავრობის ოთხი წევრი Covid-ინფიცირებულია. ისინი მთავრობის დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდნენ.

როგორც bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ინფიცირებულები არიან: განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.

განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელი ორჯერადად ვაქცინირებულია, თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ ფორმატში, სახლიდან აგრძელებს.