ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უკვე მიმავალმა ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა Forbes Talks-ში მისი ხელმძღვანელობის პერიოდში უწყების მთავარ მიღწევებზე ისაუბრა. ქვრივიშვილმა ოთხი მნიშვნელოვანი მიღწევა გამოყო:
„პირველი და უმთავრესი არის ის, რომ განსაკუთრებული ცვლილება შევიტანეთ ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით, ეს არის გრძელვადიანი, ამ კუთხით ბევრი რაღაც გაკეთდა. ჩვენ ფაქტობრივად 2019 წელს შევცვალეთ მარკეტინგული აქტივობების განხორციელების გზები, ბიუჯეტი გადაიხედა და საკმაოდ ამბიციური გადაწყვეტილება იყო. გადავწყვიტეთ რომ ცოტა უფრო გრძელ ვადაზე შეგვეხედა და ინვესტირება, მარკეტინგული სახსრები მიგვემართა ისეთი ქვეყნებისკენ, როგორიც არის ევროკავშირის ქვეყნები, აშშ და ე.წ შორი მანძილის ქვეყნები, ისევე როგორც სპარსეთის ყურის ქვეყნები. და რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ გვინდა მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტი, რაც ნიშნავს მეტ ეკონომიკურ სარგებელს ამ ინდუსტრიიდან. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია ამ ქვეყნებში. შედეგად 2019 წელი იყო სრულფასოვად ამ მიმართულებით დიდი სამუშაოს გატარების წელი. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ამ შედეგების ამონაგები ვნახეთ 2019 წელსაც და ეს გადმოვიდა 2020 წლის იანვრის თვეშიც, როდესაც გვქონდა უპრეცედენტოდ მაღალი ზრდის ტემპი.
მეორე, რასაც გამოვყოფდი არის ისტორიული გამარჯვება, ეს არის ITB-ზე – მსოფლიოში ყველაზე ძლიერ, რეიტინგულ და მსხვილ ტურისტულ გამოფენაზე ჩვენი ქვეყნის წარმატება, რომ ჩვენ მოვიპოვეთ მასპინძელი ქვეყნის სტატუსი. შეიძლება მაყურებლისთვის შედარებით რთულად გასაგები იყოს, რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელობის, მაგრამ განვმარტავ, რომ ქვეყანას არ აქვს ხშირად იმის საშუალება, რომ ასეთი ფორმით წარმოადგინოს თავისი ქვეყანა. ეს არის წვდომა მთელი მსოფლიოს ყველაზე სტრატეგიულ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, მედიასთან და ჩვენ ამ გამარჯვებით ფაქტობრივად მივიღეთ დაახლოებით 25 მლნ ევროს ღირებულების მარკეტინგული კამპანია. ანუ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო არეალზე აღარ იქნება გამოწვევა.
მესამე – გამოვიყენებ კერძო სექტორის შეფასებას და ჩავთვლი რომ მიღწევაა. ჩვენი ძლიერი მხარე გახდა კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა. ამას ჰქონდა ყოველდღიური ფორმა და მიხარია, რომ ბევრი გადაწყვეტილება კერძო სექტორთან ერთად მივიღეთ. რა თქმა უნდა, ხშირი იყო დისკუსიები, დებატები და კრიტიკა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მე ყოველთვის ვიცავდი კერძო სექტორის ინტერესებს, ვცდილობდი, რომ გამეტარებინა მათი პოლიტიკა საჯარო უწყებაში, იმიტომ რომ გულწრფელად მჯერა, რომ ტურიზმის ინდუსტრია კერძო სექტორის ინდუსტრიაა.
და მეოთხე – მიღწევად ჩავთვლიდი თავად ტურიზმის ადმინისტრაციის უწყებრივ და ინსტიტუციურ გაძლიერებას“.
ცნობისთვის, მარიამ ქვრივიშვილი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის მე-8 ნომრად დაასახელა, რის გამოც მას მალე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტის დატოვება მოუწევს. მისი შემცვლელის პოვნის მიზნით კი გამოცხადდება ვაკანსია.
ქვრივიშვილი აღნიშნულ პოზიციას დაახლოებით ერთი წლისა და რვა თვის განმავლობაში იკავებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ