მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაატა ცაგარეიშვილი - ლოგისტიკური ჰაბის ფუნქცია საქართველოს აზერბაიჯანმა ჩამოართვა

601a7c6e131af
ლიკა გურაბანიძე
04.02.21 19:30
2991

“სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორის პაატა ცაგარეიშვილის განცხადებით, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტი ამ დრომდე რუსეთის სატრანსპორტო დერეფანი იყო, რაც შეიცვალა. პაატა ცაგარეიშვილის თქმით, პანდემიის პერიოდში სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის ფუნქცია, საქართველოს აზერბაიჯანმა ჩამოართვა. 

“მაგალითად, ბაქოს ნავსადგურში ბოლო 30 წლის განმავლობაში ტვირთბრუნვის 87% სატრანზიტო ტვირთნაკადი იყო. ბოლო პერიოდში გაიზარდა საკონტეინერო, საბორნე, მშრალი ტვირთების, ნავთობის და ნავთობპროდუქტების გადაზიდვები - ანუ ის ტვირთნაკადები, რომელსაც საქართველოზე გამავალი დერეფნით უნდა გამოევლო და ამ ტვირთნაკადის გამანაწილებლები ჩვენ უნდა ვყოფილიყავით, ეს დატვირთვა აზერბაიჯანმა აიღო. შედეგად დავკარგეთ ჰაბის, ლოგისტიკური ცენტრის ფუნქცია და მიმზიდველობა" - განაცხადა ცაგარეიშვილმა “საქმიან დილაში”.

მისივე თქმით, 2020 წელს გააქტიურებულია ჩინეთიდან ევროპაში და უკუმიმართულებით ტვირთბრუნვა, მეტიც, 2020 წელს ამ დერეფანში რეკორდული, 1.250 მლნ კონტეინერია გადაზიდული. 

“2019  წელთან შედარებით 50%-იანი ზრდაა, რაც დიდი მაჩვენებელია. თუმცა აქ უნდა დავაკვირდეთ, ჩინეთიდან წამოსული ტვირთების რა ნაწილი გაივლის საქართველოზე, იგულიხმება სარკინიგზო ხაზი. ეს მაჩვენებელი დღეს 0.7%. 

პრობლემების ნაწილზე თუ ვისაუბრებთ, პირველი და მნიშვნელოვანი პრობლემა სატრანსპორტო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკლებობა” - განმარტა ცაგარეიშვილმა.