მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PACE ჯგუფი ფოთში ახალ ნავმისადგომს ააშენებს - ინვესტიცია $50 მლნ

63dcf58881f60
გიორგი თოლორდავა
03.02.23 17:33
2716
Pace ჯგუფი ფოთში ახალ ნავმისადგომს ააშენებს, რომელიც ძირითადად ნაყარ ტვირთებზე იქნება გათვლილი, - ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას პირველად „საქმიანი დილის“ ეთერში ჯგუფში შემავალი კომპანია "ტრანსფორდის" აღმასრულებელმა დირექტრომა ვასილ მაზიაშვილმა გააცნო.

„სატრანსპორტო კოლაფსს რეგიონის თითქმის ყველა სახელმწიფო მოუმზადებელი დახვდა, რამაც ტვირთბრუნვის შეფერხება გამოიწვია. არსებული ხარვეზების გაანალიზების შემდეგ, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე და ინვესტიციების განხორციელებაზე დავიწყეთ ფიქრი და ახლა დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ფოთში გადაწყვეტილია ახალი ნავმისადგომის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება და ის უმეტესწილად ნაყარ ტვირთებზე იქნება სპეციალიზებული“, - განაცხადა ვასილ მაზიაშვილმა.

Transford-ის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებითვე, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი ავტომატიზებული კონვეიერული სისტემით იქნება აღჭურვილი და ის სასაწყობო მეურნეობიდან გემში ტვირთის მიწოდებას ე.წ. shiploader-ის მეშვეობით უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ტვირთბრუნვას, წინასწარი გათვლებით, ახალი ნავმისადგომის ტვირთბრუნვა 1-1.5 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც იმას გულისხმობს, რომ ორი ახალი ნავმისადგომის მეშვეობით Pace ჯგუფი დამატებით 2.5-2.7 ტონა ტვირთვის მომსახურებას შეძლებს.

ვასილ მაზიაშვილის განცხადებით, ინვესტიციის წინასწარი მოცულობა $50 მილიონს აღწევს - საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით ტენდერი გამოცხადებულია.

"$50 მილიონის ინვესტირების შემდეგ, PACE ჯგუფის მიერ "ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში" განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა $170 მილიონს გადააჭარბებს", - აღნიშნა "ტრანსფორდის" დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები