მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაკისტანი კერძო სექტორს კომერციული ვაქცინის შეტანის უფლებას მისცემს - CNN

60746fed5663a
ნათია თაქთაქიშვილი
12.04.21 19:50
496
პაკისტანი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, ვინც კერძო სექტორს კომერციული ვაქცინის შეტანის უფლებას მისცემს, რადგან ქვეყანაში კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება და ასევე გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, პაკისტანის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამა ნელი ტემპებით ხორციელდება, რადგან ვაქცინის დროული მიწოდება ვერ ხერხდება.

პაკისტანმა პირველი კომერციული ვაქცინა - რუსული Sputnik V მოქალაქეებს გასულ კვირას შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ კომერციულ ვაქცინაზე მოთხოვნა იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო და მომხმარებელს  ფასიანი ვაქცინის მისაღებად რიგში დგომა საათობით უწევდა.

CNN წერს, რომ ამ ეტაპზე ორი დოზა Sputnik V-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 80 აშშ დოლარი ღირს და ეს მაშინ, როდესაც ვაქცინის ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე 20 აშშ დოლარს (2 დოზა) შეადგენს.

პაკისტანის ეროვნული სტატისტიკის ბიუროს მიხედვით, კოვიდ-ვაქცინის ღირებულება ერთი ოჯახის საშუალო შემოსავლის (273.2 აშშ დოლარი) 30%-ია.