მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის გამო ბრიტანეთის ეკონომიკა გასულ წელს 9.9%-ით შემცირდა

60265340b0adc
ნათია თაქთაქიშვილი
12.02.21 21:17
504
ბრიტანეთის ეკონომიკა გასულ წელს 9.9%-ით შემცირდა, მიზეზი პანდემიაა. გაერთიანებული სამეფოსთვის ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ბოლო 300 წლის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ქვეყნის GDP-ი 1.0%-ით გაიზარდა ოქტომბრიდან-დეკემბრის პერიოდში, თუმცა 2021 წლის დასაწყისიდან ქვეყანაში დაწესებული მესამე ლოქდაუნის გამო, რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოჩენილ კორონვირუსის ახალ შტამს უკავშირდბა, გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის ზრდა მოსალოდნელი არ არის.

ინგლისის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა 4%-ით შემცირდება მიმდინარე წლის პირველ კვარტალში და პანდემიამდელ მაჩვენებელს სავარაუდოდ 2022 წლის დასაწყისიდან დაუბრუნდება, თუ ვაქცინაციის პროცესი უწყვეტად და წარმატებით გაგრძელდება.

„დღევანდელი რიცხვები აჩვენებს, რომ დიდი ბრიტანეთის ეკონომიკამ სერიოზული შოკი განიცადა პანდემიის გამო როგორც მსოფლიოს დანარჩენმა ქვეყნებმა. იმედი გვაქვს, რომ ქვეყანა ეტაპობრივად გამოვა კრიზისიდან“,- განაცხადა დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა.