მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის გამო უხელფასოდ 161,905 მოქალაქე დარჩა - 200-ლარიანი კომპენსაციის სტატისტიკა

5f7dbbe536ebb
ინგა მურუსიძე
12.10.20 15:49
4960
200-ლარიანი დახმარების პროგრამა, რომელსაც მთავრობა covid-19-ის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილებს ან უხელფასო შვებულებაში მყოფ მოქალაქეებს უხდის, ფინალში გადის. სწორედ ოქტომბრის ბოლომდე აიღებენ მოქალაქეები ბოლო, მე-6 თვის 200-ლარიან კომპენსაციას, თუმცა დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში გამოქვეყნებული მთავრობის დადგენილების თანახმად, მოქალაქეები, რომელთა დამსაქმებლებმაც 1 ივლისამდე წარადგინეს განაცხადი, 200-ლარიან დახმარებას ნოემბერ-დეკემბერშიც აიღებენ.

Bm.ge დაინტერესდა, სულ რამდენმა მოქალაქემ მიიღო 200-ლარიანი კომპენსცია და ჯამში, რა თანხაა დახარჯული პროგრამისთვის, რომლის ბიუჯეტად გიორგი გახარიას მთავრობამ 450 მლნ ლარი განსაზღვრა და სოციალური გასაცემელი, დაახლოებით, 350,000 მოქალაქეზე იყო გათვლილი.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 5 თვის განმავლობაში 200-ლარიანი დახმარება 161,905-მა უნიკალურმა ბენეფიციარმა/დასაქმებულმა მიიღო.

რაც შეეხება ჯამურ თანხას, დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, ბენეფიციარებს ჯამში, 106 288 400 ლარი დაერიცხა, მაშინ როცა პროგრამისთვის 2020 წლის ბიუჯეტში 450 მლნ ლარი ჩაიდო.

თვეების მიხედვით კომპენსაციის მიმღებთა სტატისტიკა ასეთია:

მაისი - 72 131 პირს გადაერიცხა 14 426 200 ლარი;
ივნისი - 143 801 პირს გადაერიცხა - 28 760 200 ლარი;
ივლისი - 127 430 პირს გადაერიცხა - 25 486 000 ლარი;
აგვისტო - 96 765 პირს გადაერიცხა - 19 353 000 ლარი;
სექტემბერი - 91 315 პირს გადაერიცხა - 18 263 000 ლარი;

შეგახსენებთ: 2020 წლის 24 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ბიუჯეტი წარადგინა, რომელიც უმუშევრად დარჩენილებისთვის 6 თვის განმავლობაში 200 ლარის კომპენსაციასაც ითვალისწინებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები