მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის პერიოდში მოთხოვნადი კომპანიების აქციებზე ფასები დაეცა

5faa962798c7a
ნათია თაქთაქიშვილი
10.11.20 20:21
815
საფონდო ბირჟებზე პანდემიის პერიოდში მოთხოვნადი პლატფორმების აქციებზე ფასები დაეცა, რაც პოტენციური ვაქცინის გამოჩენას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ონლაინ კონფერენციის პლატფორმა Zoom-ის აქციებზე ფასი 17.4%-ით შემცირდა, ხოლო Amazon-ის და Netflix-ის აქციებზე ფასმა 5.1%-ით და 8.6%-ით იკლო.

CNBC-ი წერს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების აქციებზე ფასი განუხრელად იზრდებოდა პანდემიის დაწყებიდან დღემდე. კერძოდ, Zoom-ის აქციებზე ფასები 635%-ით გაიზარდა წლის დასაწყისიდან დღემდე, Amazon-ის აქციებზე 79.2%-ით, ხოლო Netflix-ზე 59.1%-ით.

თუმცა, გუშინდელმა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც Pfizer-ის და BioNTech-ის მიერ შექმნილმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ ტესტირების პირველადი ფაზები წარმატებით გაიარა. კომპანიების მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ახალი ვაქცინის ეფექტურობა 90%-ს შეადგენს. აშშ-ს წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ვაქცინა, რომლის ეფექტიანობაც 50-60% აღწევს დამაკმაყოფილებელია და მედიკამენტს შეუძლია გამოყენების სწრაფი ავტორიზაციისთვის იბრძოლოს.