მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიისას შექმნილმა სტარტაპმა Spacebox-მა სამ თვეში 1000 ყუთი შოკოლადი გაყიდა

609fd5aedbd82
მარიამ იზორია
15.05.21 22:00
2284
პანდემიის პერიოდში შექმნილმა სტარტაპმა Spacebox-მა, რომელიც მომხმარებელს კოსმოსის იდეაზე შექმნილ იტალიურ ხელნაკეთ შოკოლადსა და ორიგინალურ ყუთს სთავაზობს, სამ თვეში 1000 ყუთი შოკოლადის რეალიზება მოახერხა. 

როგორც სტარტაპის დამფუძნებელი ანუკა კაკაბაძე bm.ge-ს უყვება, მათი ბრენდისთვის იტალიურ შოკოლადს ტორტის სახლი „აზზატო“ ამზადებს.

"თითოეულ Spacebox-ს ემოციური ბარათები, ხოლო დღესასწაულებზე დამატებითი დაშტამპული წერილები მოყვება, Spacebox-ი მხოლოდ შოკოლადების ყუთი არ არის, მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა მოგონებისა და ნივთების შესანახად, ყუთს ანალოგი იაპონიაში აქვს, ჩვენ კი გვინდოდა ის ქართველი მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო“ - ამბობს ანუკა კაკაბაძე.

სტარტაპი 7 000-ლარიანი პირადი ინვესტიციით შეიქმნა. Spacebox-ის შოკოლადების ყუთის ღირებულება 36 ლარია, მისი შეძენა ბრენდის ონლაინპლატფორმებზეა შესაძლებელი.

Spacebox-ი სამომავლოდ სტარტაპ კონკურსებში ჩართვას გეგმავს, ბრენდის დამფუძნებლების მიზანია Spacebox-ი შოკოლადის მაღაზიად იქცეს, სადაც მათი მიერ წარმოებული სხვადასხვა დიზაინის შოკოლადი გაიყიდება.