მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პარლამენტში რომ შედიან, თავი პოლიტიკოსი ჰგონიათ“ - ბიზნესმენი პარტიებსა და პოლიტიკაზე

5f5395f046e45
თელარა გელანტია
06.09.20 00:00
1602
„ადამიანი, რომ შედის პარლამენტში, თავი პოლიტიკოსი ჰგონია, ამ დროს არის იურისტი“, - ასე პასუხობს ბიზნესმენი თემურ ჭყონია გადაცემა "საქმიანი დილის" რუბრიკა #BMGDRIVE-ში კითხვას - რამდენად გულდასმით წერენ პოლიტიკური პარტიები სარჩევნო პროგრამებს.

„ვინ უნდა დაწეროს საარჩევნო პროგრამა?! მოდი, დავიწყოთ გვარ-სახელებით ჩამოთვლა. მაგალითად, გიორგი ვაშაძემ შეიძლება დაწეროს პროგრამა... ასევე, მამუკა ხაზარაძემ შეიძლება დაწეროს საარჩევნო პროგრამა... ჩვენ რა გვაკლია, იცით?! ვეძებთ პოლიტიკოსებს. ადამიანი, რომ შედის პარლამენტში თავი პოლიტიკოსი ჰგონია, ამ დროს არის იურისტი, ამიტომ მან უნდა თქვას, რომ არის პარლამენტის წევრი. მერე შეიძლება იყოს პოლიტიკოსი. პარლამენტის წევრობა არ ნიშნავს პოლიტიკოსობას“, - ამბობს ჭყონია.

ამასთან, ბიზნესმენი ფიქრობს, რომ თუ პოლიტიკოსები ვერ თუ არ წერენ პროგრამებს, ეს მათ შორის ამომრჩევლების ბრალიც არის, რადგან მათგან არ მოდის მოთხოვნა დეტალურ პროგრამებზე და შესაბამისად, პარტიებიც მანიპულაციებს მიმართავენ.
„მანიპულაცია რას ნიშნავს - ფულს მისცემ, შეაქებ, გზას დაუგებ, სინათლეს გაუყვან, დაპირებას გასცემ... ეს ყველაფერი ამომრჩეველთან მოკლევადიანი ურთიერთობის დასამყარებლად საკმარისია“, - აღნიშნა მან.

პოლიტიკაზე საუბრისას თემურ ჭყონი ბიზნესმენების პოლიტიკაში წასვლის თემასაც შეეხო და თქვა, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

„ხანდახან ამბობენ, ბიზნესმენს რა უნდა პოლიტიკაშიო... თუ მსახიობი და მოჭიდავე მიდის პოლიტიკაში, რატომ არ შეიძლება ბიზნესმენი იყოს პარლამენტში?! რა პრობლემაა?! რატომაა ეს დისკომფორტი? - პირიქით, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს დღეს გაცილებით მეტი ეკონომისტი სჭირდება პარლამენტში, რომ სწორი კანონები დაიწეროს და რამდენიმე იურისტი. მორჩა.“, - აცხადებს თემურ ჭყონია.