მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პენსია და საპენსიო სესხი ახალი პირობებით 2023 წლიდან გაიცემა – დეპუტატი

62063585453e6
მარიამ ვარადაშვილი
11.02.22 14:22
2824
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, პენსიის გაცემის მომსახურებაში სახელმწიფო ყოველწლიურად  15 მლნ ლარს გადაიხდის, რის შედეგადაც ე.წ. საპენსიო სესხზე პროცენტი დაიწევს. ეს ზარქუამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელმაც საპენსიო სესხების გაცემაზე ახალი პირობები უნდა დაამტკიცოს.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ერთ კვირაში კონკურსის პირობები გამოცხადდება, ხოლო შერჩეული კომპანია უკვე 2023 წლის იანვრიდან ახალი პირობებით გასცემს სესხს.

“15 მლნ ლარით შეეხიდება სახელმწიფო პენსიების დარიგებაში პოტენციურ გამარჯვებულ ბანკს თუ საფინანსო ინსტიტუტს. ასევე ჩვენი გუნდი, მათ შორის ოპოზიციაც ამისთვის იღწვოდა, რომ პროცენტი დაწეულიყო არა პოპულისტურად, არამედ ადეკვატურად. შესაბამისად, სამართლიანი პროცენტი ყოფილიყო, რაც დაახლოებით 26%-ის ფარგლებშია.

ასევე მნიშველოვანია, რომ ვთხოვეთ ეროვნულ ბანკს, შეექმნათ ცხელი ხაზი უშუალოდ პენსიონერებისთვის. იმ შემთხვევაში თუ პენსიონერებს მოუნდებათ სესხის სხვა ბანკში აღება, მათ ამის უფლება აქვთ, რაც ხელშეკრულებაშიც ეწერა. მოქმედ [ხელშეკრულებაშიც] იყო და დავტოვეთ რომ ყველანაირი საკომისიოს გარეშე მოხდება თანხების ანგარიშიდან გამოტანა და გადარიცხვები. ოვერდრაფტის შემთხვევაში, რაც  განსხვავებულ პროცენტებში ჰქონდათ, ისიც 26%-ის ფარგლებში მოექცევა”,-ამბობს ზარქუა.

მისივე თქმით, პენსიონერების შემთხვევაში საბაზრო პირობებს ვერ გამოიყენებენ და ეს პრაქტიკა წინა ხელისუფლების პერიოდში იყო დანერგილი.