პრეზიდენტი არის კონსტიტუციის გარანტი და კონსტიტუციას თუ ვინმე არღვევს, ეს არის უმრავლესობა, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას მისამართით განაცხადა.
ირაკლი ზარქუამ სხდომაზე აღნიშნა, რომ ადგილი აქვს საბანკო სისტემაში საბოტაჟის მცდელობას და პრეზიდენტი კონსტიტუციას არ სცემს პატივს.
„პრეზიდენტი არის კონსტიტუციის გარანტი და კონსტიტუციას თუ ვინმე არღვევს ეს არის უმრავლესობა, როდესაც ეროვნული ბანკის საქმიანობაში პირდაპირ თუ ირიბად ერევა. 68-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი“, - აღნიშნა გიორგი მსხილაძემ.
ინფორმაციისთვის, დღეს პარლამენტში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა ისინი სხდომაზე არ მივიდნენ. კომიტეტებმა კანდიდატურები ჩააგდეს. თავის მხრივ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რომ პრეზიდენტი კანდიდატებს აღარ წარადგენს.