მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პენსიის და სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობა გაიზარდა

5e456eaf6ef6e
BM.GE
13.02.20 19:42
1211
სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2019 წლის სოციალური დაცვის მაჩვენებლებს აქვეყნებს.

2019 წლის მდგომარეობით, საქართველოში პენსიას და სოციალურ პაკეტს 934 333 პირი იღებს, რა მაჩვენებელიც 24 320-ით აჭარბებს 2018 წლის მაჩვენებელს.

2019 წლის სტატისტიკით, საქართველოში პენსიის მიმღებთა რაოდენობა 762 621, სოციალურ პაკეტის მიმღებთა რაოდენობა კი 171 712-ია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა შემცირდა. 2018 წელს რეგისტრირებული იყო 317 796 ოჯახი, საარსებო შემწეობა კი 127 819 ოჯახმა მიიღო. 2019 წელს რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 307 694 შეადგინა, შემწეობა კი 119 582 ოჯახზე გაიცა.