მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პესკოვი, ტოკარევი, სეჩინი - ევროკავშირი სანქცირებული რუსი გავლენიანი პირების სიას აქვეყნებს

621d43bec1f15
თამთა ჯიჯავაძე
01.03.22 01:48
1271
ევროკავშირმა ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციები გამოაცხადა. სიაში მოხვდნენ როგორც ფიზიკური პირები, რუსეთის გავლენიანი ადამიანები, ასევე კომპანიაც.

კერძოდ, გამოქვეყნებულ სიაში არიან: კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი, შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტის საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდერ პონომარენკო, სახელმწიფო ნავთობკომპანია Rosneft-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, იგორ სეჩინი, Transneft-ის აღმასრულებელი ნიკოლაი ტოკარევი, Alfa Group-ის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი, რამდენიმე რუსული სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანი და ჟურნალისტი, მინისტრები და სხვა.

ევროკავშირი სანქციებს უწესებს ასევე Gas Insurance Industry Company-ს.

სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.