მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-BionTech-ი "ომიკრონის" წინააღმდეგ ვაქცინის კლინიკურ კვლევებს იწყებს

61f0e6969469c
თათია კაკიაშვილი
26.01.22 21:00
961
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელმა კომპანიებმა Pfizer-მა და BioNTech-მა დაიწყეს ახალი ვაქცინის კლინიკური კვლევები, რომელიც Omicron-ის ვარიანტისგან დაცვას ისახავს მიზნად. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, ახალი ვაქცინით აცრა გამაძლიერებელი, ე.წ. „ბუსტერ“ დოზით იგეგმება ან პრეპარატით ის მოქალაქეები აიცრებიან, რომლებიც ამ დრომდე ვაქცინირებულნი არ არიან. კლინიკური კვლევები, სავარაუდოდ, აშშ-ში 1400-ზე მეტ ზრდასრულ მოქალაქეზე ჩატარდება.

ამასთან, ამერიკული კომპანია Moderna-ც გეგმავს „ომიკრონის“ საწინააღმდეგო პრეპარატის კვლევების დაწყებას. მსგავსი გეგმები აქვთ ოქსფორდის უნივერსიტეტსა და AstraZeneca-საც.

ვაქცინის შემქმნელები ორიგინალური Covid-ის ვაქცინების შეცვლას ვირუსის ახალი ვარიანტების გაჩენისთანავე გეგმავენ; სწრაფად გავრცელებულმა „ომიკრონის“ შტამმა ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა.