მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Phubber-მა WhatsApp-ის წამყვანი დეველოპერისა და მეწილისგან დამატებით $300 000 მოიზიდა

604f652757133
მარიამ იზორია
15.03.21 17:31
3225
Phubber-მა WhatsApp-ის წამყვანი დეველოპერისა და მეწილის იუჟინ ფუკსმანის ოჯახისგან ინვესტიცია უკვე მეორედ მოიზიდა.

შარშან ამერიკელმა ინვესტორმა Phubber-ში $100,000-ის ინვესტიცია განახორციელა და მას შემდეგ, რაც კომპანიას ძალიან წარმატებული 2020 წელი ჰქონდა, გადაწყვიტა, თავისი თანამონაწილეობა გაეზარდა და დამატებით $300,000 დააბანდა.

BM.GE „ფაბერის“ თანადამფუძნებელ გიორგი ჩუგოშვილს აღნიშნული ინვესტიციის მიზნობრიობასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

„ინვესტიციის მიმდინარე რაუნდში $500,000-ის მოზიდვას ვგეგმავთ; მნიშვნელოვანი ნაწილი ტექნოლოგიის განვითარებაზე დაიხარჯება, დანარჩენი თანხები კი უკრაინის ბაზრის ათვისებაზე იქნება მიმართული. Phubber-ის მენეჯმენტის წევრები 2 თვის განმავლობაში ვიყავით უკრაინაში, რათა გვეწარმოებინა ადგილობრივი ბაზრის მოკვლევა და საოპერაციო საკითხები მოგვეგვარებინა. ვგეგმავთ, აპრილში „Phubber -უკრაინა“ სატესტო რეჟიმში ჩაეშვას. უკრაინის ბაზარი 10-ჯერ დიდია ქართულ ბაზარზე და წარმატების შემთხვევაში, კომპანია კიდევ უფრო საინტერესო გახდება როგორც არსებული, ისე პოტენციური ინვესტორებისთვის. რა თქმა უნდა, კომპანია განაგრძობს სხვა ბაზრების ათვისებაზე მუშაობასაც. მიმდინარე რაუნდში კიდევ $200,000 დოლარის მოზიდვაზე ვმუშაობთ როგორც ქართველ და უცხოელ ენჯელ ინვესტორებთან, ისე - საინვესტიციო ფონდებთან“, - განაცხადა გიორგი ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის: ტანსაცმლით ვაჭრობის ქართული ონლაინ პლატფორმა 2019 წელს გაეშვა და დღეს საქართველოში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ყველაზე დიდი ონლაინმაღაზიაა.