ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი საქართველოში შექმნილ ეპიდვითარებას და მასთან დაკავშირებით არსებულ მოსაზრებებს ეხმაურება. მან სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ამ დღეებში, ძალზე ბევრი აზრი მოვისმინე და წავიკითხე, რომლებიც არსებულ ვითარებას ან უახლესი მომავლის პროგნოზებს აპოკალიპტურ ფერებში აღწერენ. გამოითქვა მოსაზრებები, თითქოს ამჟამად იტალიის პიკის დროს დაფიქსირებულ შემთხვევებზე მეტი ფიქსირდება მოსახლეობის რაოდენობაზე გადათვლით ჩვენთან და ჯანდაცვის სისტემას გარდაუვალი კოლაფსი ემუქრება და ა.შ.
რაც შეეხება რაოდენობებს, არ შეიძლება რომ ქვეყნებს შორის ინფიცირებულთა რაოდენობების პირდაპირი შედარება მოვახდინოთ. იტალიის პიკის დროს, იტალიაშიც და მთელ ევროპაშიც, ერთ მილიონ მოსახლეზე გაცილებით ნაკლები ტესტი კეთდებოდა, ვიდრე ეს ხდება დღეს საქართველოში. მაგალითად იტალიაში სადაც შემთხვევების პიკი იყო 21 მარტს, ტესტირების რაოდენობის აღრიცხვა (ყოველ შემთხვევაში ჩვენთის რა ინფორმაციაც არის ხელმისაწვდომი) იწყება მხოლოდ ერთი თვის შემდეგ 20 აპრილიდან, როდესაც ერთ მილიონ მოსახლეზე კეთდებოდა დაახლოებით 130 ტესტი (https://news.google.com/covid19/map?hl=en-US), სავარაუდოდ მანამდე იყო კიდევ უფრო ნაკლები მნიშვნელოვნად. იგივე ვითარება იყო ბრიტანეთში, სადაც, ტესტირების რაოდენობებზე ოფიციალური პირველი მონაცემები ემთხვევა ეპიდემიის პიკის დღეს 10 აპრილს, როდესაც მილიონ მოსახლეზე კეთდებოდა დაახლოებით 400 ტესტი (https://coronavirus.data.gov.uk/testing).
საქართველოში ამჟამად, თუ შევხედავთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებს (https://www.ncdc.ge/Pages/User/News.aspx) დაახლოებით კეთდება დღეში 8000 ტესტი, რაც მილიონ მოსახლეზე არის დაახლოებით 2200. ეს ციფრი მრავალჯერ აღემატება ევროპაში ეპიდემიის პიკის დროს არსებულ ტესტირების მაჩვენებლებს და შესაბამისად გამოვლენილი შემთხვევების ერთიერთზე შედარება სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკასთან შეუძლებელია. ასე რომ ჩვენ ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვაჭარბებთ იტალიის მონაცემებს და ეს შეუძლებელიც იქნებოდა, რადგან როგორც სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკამ გვაჩვენა COVID-ის უკონტროლო გავრცელების ფაზაში მყოფ რეგიონებში, პირველი ტალღის დროს ინფიცირდება მოსახლეობის დაახლოებით 10-20% (სეროპრევალენტურ კვლევების მონაცემებს ვგულისხმობ, უსიმპტომო და მსუბუქი სიმპტომიანების ჩათვლით) და ჩვენ სავარაუდოდ არ ვიქნებით ამ ვითარებაში გამონაკლისები. ის ფაქტი, რომ სიკვდილიანობა ჩვენთან რჩება < 1 %, ასევე პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენთან ამჟამად აქტიური შემთხვევების გამოვლენის გაცილებით მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე ევროპაში ადრეული გაზაფხულის პიკის დროს, და არა იმის გამო, რომ ჩვენი მედიცინა უფრო მაღალ დონეზე დგას ვიდრე დასავლეთის, რაც რა თქმა უნდა არასერიოზულია.
ამიტომ, ეპიდემიის რეალური დინამიკის შესაფასებლად გაცილებით აკურატული მაჩვენებელია სიკვდილიანობა და არა დიაგნოსტირებული ინდივიდების რაოდენობა.
ჩვენ ამჟამად, მრავალი ევროპული ქვეყნის გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა (სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე), რომელსაც კიდევ 2 კვირაში მოჰყვება სიკვდილიანობის პიკი, რის შემდეგაც ვითარება დაიწყებს დასტაბილურებას ნელნელა. რთულია ზუსტი პროგნოზირება, როგორი იქნება ნოემბერის შუა რიცხვები, თუმცა ჯერჯერობით ჰოსპიტალური სექტორის პარალიზების ნიშნები არ ჩანს. საგულისხმოა, რომ ბათუმი გადის პიკს ამჟამად და ავად თუ კარგად სისტემამ გაუძლო. გასათვალისწინებელია, რომ თბილისის რეანიმაციული საწოლების ფონდი უფრო ვრცელია, ვიდრე აჭარის არსებული რესურსები.
ამიტომ ვიყოთ ზომიერად ფრთხილები და ნუ დავთესავთ პანიკურ მოლოდინებს. პირადად მე ვეთანხმები პრემიერმინისტრის დღევანდელი პრესკონფერენციის პათოსს კოვიდის ეპიდემიასთან მიმართებაში. ვფიქრობ, რომ ძალზე პრაგმატული პოზიცია აქვს და რაც მთავარია ამ თემასთან დაკავშირებით გამოაჩინა არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
ჩემი მხრიდან დავამატებდი, რომ კოლაფსის თავიდან ასაცილებლად, ნიღბების ტარების გარდა აუცილებელია, რომ მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია შეწყდეს (დღესაც მრავალი ასეთი პაციენტი წევს საავადმყოფოში სამწუხაროდ) და მოსახლეობას მივაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია, რომ კოვიდით ინფიცირებულთა უმრავლესობას ჰოსპიტალში არაფერი ესაქმება და შევუნახოთ საწოლფონდი მათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება", – წერს ინფექციონისტი.
შეგახსენებთ, კორონავირუსით ინფიცირების 1186 შემთხვევა დადასტურდა. ჯამში ამჟამად კორონავირუსზე 10 182 ადამიანი მკურნალობს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?