საქსტატმა დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოში FDI-ის სახით $237.8 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 0.5%-ით მეტია.
თუმცა, 2020 წლის პირველ და მეორე კვარტალში ჯამურად $409.6 მილიონის ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით $140.7 მილიონი დოლარით, ანუ 25.56%-ით ნაკლებია.
საქსტატის ინფორმაციით, მთლიან ინვესტიციებში რეინვესტიციების მოცულობამ $144.7 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანად FDI-ის 60.8%-ს შეადგენს.
სტატისტიკის თანახმად, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი ასეთია:
1) გაერთიანებული სამეფო - $58.9 მილიონი დოლარი;
2) ნიდერლანდი - $53.2 მილიონი დოლარი;
3) თურქეთი - $31.5 მილიონი დოლარი;
4) აშშ - $19.9 მილიონი დოლარი;
5) სლოვაკეთი - $16.2 მილიონი დოლარი;
6) მალტა - $14.6 მილიონი დოლარი;
7) ლუქსემბურგი - $9.9 მილიონი დოლარი;
8) ერაყი - $9.9 მილიონი დოლარი;
9) შვეიცარია - $7.2 მილიონი დოლარი;
10) დანია - $6.2 მილიონი დოლარი;
11) დანარაჩენი ქვეყნები - $10.4 მილიონი დოლარი.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2020 წლის II კვარტალში 57.0 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 78.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 29.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - მშენებლობის სექტორი 27.7 მლნ. აშშ დოლარით.
საქსტატის ანგარიში წინასწარია, უწყება FDI-ის დაზუსტებულ მაჩვენებლებს 2021 წელს გამოაქვეყნებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა