მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-პირველი ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფოა - რომელ კომპანიებში ჩაიდო ყველაზე მეტი ინვესტიცია?

დიდი ბრიტანეთი

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან, რომლის მოცულობა 505.7 მლნ დოლარს შეადგენდა, 168.3 მლნ დოლარი გაერთიანებული სამეფოზე მოდის. ამგვარად II კვარტალის ინვესტორი ქვეყნების რეიტინგში გაერთიანებულმა სამეფომ პირველი ადგილი დაიკავა.

BM.GE დაინტერესდა ამ პერიოდში რა მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა დიდი ბრიტანეთიდან ეკონომიკის სექტორებში და რომელ კომპანიებში ჩაიდო FDI. საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოდან ყველაზე დიდი მოცულობით ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო სექტორებში ჩაიდო.

სექტორების რეიტინგი კი ასეთია:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 178.3 მლნ დოლარი;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია 6.9 მლნ დოლარი;
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები 7 მლნ დოლარი;
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება 600 ათასი დოლარი;
  • განათლება 213 ათასი დოლარი;
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 210 ათასი დოლარი;
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა 136 ათასი დოლარი;
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი 114 ათასი დოლარი;
  • ტრანსპორტი და დასაწყობება -1.4 მლნ დოლარი;
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება -18.3 მლნ დოლარი;

დანარჩენი სექტორები -192 ათასი დოლარი.

რაც შეეხება იმ კომპანიებს სადაც გაერთიანებული სამეფოდან ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო, მათი TOP-5-ეული ასე გამოიყურება: შპს თიბისი ინტერნეიშენალი; სს საქართველოს კაპიტალი; შპს ატლას ჰოლდინგსი; სს ბიჯეო ჯგუფი; შპს აითრანზიშნ სოფთვეარ ჯორჯია.

შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები