30.მაისი .2020 12:18

პირველ კვარტალში სადაზღვევო სექტორის მოგება გაორმაგდა

views 276
უკან

2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგებამ 16.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 2-ჯერ აღემატება. 2019 წლის პირველ კვარტალში სექტორის წმინდა მოგება 8.3 მილიონი ლარი იყო. ამის სესახებ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის საიტზე გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია ნათქვამი.

წელს სადაზღვევო სექტორში გაზრდილია ყველა მაჩვენებელი, როგორც მოზიდული პრემია, ასევე სადაზღვევო მოგება, აქტივები და კაპიტალი.

2020 წლის 3 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 211,1 მილიონი ლარი.

ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 41,5 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 16,6 მილიონი ლარი.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 942,4 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 266,9 მილიონ ლარს.

2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, 17 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა