მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკი უნდა იყოს ბიზნესის დამფინანსებელი და არა მისი მფლობელი - დავით ონოფრიშვილი

64480f161c968
ალა ისპირიანი
25.04.23 21:21
982
„ბანკი უნდა იყოს ბიზნესის დამფინანსებელი და არა ბიზნესის მფლობელი“ - ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა, BMGTV-ის გადაცემაში „წერტილი“ სტუმრობისას განაცხადა.

საუბარი ეხებოდა, ბანკების კონტროლის ქვეშ არსებულ სადაზღვევო კომპანიებს, რომელზეც ჯერ კიდევ 2018 წელს 12-მა სადაზღვევო კომპანიას მთავრობას მიმართა. ისინი საბანკო და სადაზღვევო სექტორს შორის ზღვარის მოშლაზე საუბრობდნენ, რომლითაც დამოუკიდებელ სადაზღვევო კომპანიებს ბაზარზე წვდომა ეზღუდებოდათ და ბანკების ხელში არსებული რესურსების უკონტროლოდ გამოყენების პირობებში, თავისუფალი მოთამაშეებისთვის ადგილი აღარ რჩებოდა.

დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, რომ ნაბიჯები გადაიდგა, რომ ბანკები მათ შორის სადაზღვევო სექტორთან აფილირებული აღარ იყვნონ.

„საქართველოსნაირ ქვეყანაში სასურველი იყო ბანკები თავის დროზევე არ ყოფილიყვნენ <სადაზღვევოებთან> აფილირებული, მაგრამ ბანკები საქართველოში აფილირებული იყვნენ ყველაფერთან: მშენებლობასთან, ბიზნესებთან და ეს უკვე დაახლოებით 10 წელია მაქსიმალურად იზღუდება. ახლაც გადაიდგა ნაბიჯები, რომ ბანკმა ბანკის საქმე უნდა გააკეთოს და დამფინანსებელი უნდა იყოს და არა ბიზნესის მფლობელი და სხვა ბიზნესებში კონკურენტი“, - განაცხადა მან.

დავით ონოფრიშვილი, რამდენიმე წლის წინ სადაზღვევო კომპანიებისა და მათ საკუთრებაში არსებული კლინიკების განცალკევებაზეც საუბრობდა. მისი თქმით, სადაზღვევო კომპანიებისგან მათ საკუთრებაში არსებული კლინიკების განცალკევება, სექტორის გაჯანსაღებისთვის საჭირო პროცესი იყო.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები