მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის ფინანსურ ბარიერებს მოხსნის“

60506da7cad1b
ინგა მურუსიძე
16.03.21 14:02
517
ჯანდაცვის ექსპერტ აკაკი ზოიძის განცხადებით, მიმდინარე წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება ძირეული რეფორმა, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოქალაქეებისთვის პირველადი ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ მომზადებული პირველადი ჯანდაცვის რეფორმის დეტალური სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება ძირეული რეფორმა, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეებისთვის პირველადი ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ეს იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის რეალური მხარდაჭერა და ფინანსური ბარიერების მოხსნა“, - განაცხადა ზოიძემ.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ პირველადი ჯანდაცვის ფუნდამენტური რეფორმის ფარგლებში მოხდება პაციენტების პრევენცია, მკურნალობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გრძელვადიანი მართვა.

მისივე ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის რეფორმაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ქრონიკული და ინფექციური დაავადებების კონტროლს, ასევე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებს.