მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PMCG: ლარის მიმართ რწმენა პირდაპირ დამოკიდებულია ეკონომიკის მიმართ რწმენაზე

5d8e1ca1969e6
ლიკა გურაბანიძე
28.09.19 17:03
1048
„საქართველოს ბაზრისთვის დოლარი მნიშვნელოვანი მოცულობით გაიყიდა, ბუნებრივია ეს კურსზე გავლენას გამყარების კუთხით ერთჯერადად მოახდენდა,“ - ამის შესახებ PMCG კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსმა გიორგი პაპავამ სებ-ის მიერ გუშინ(27 სექტემბერს) განხორციელებულ 40 მლნ დოლარიან ინტერვენციაზე კომენტირებისას განაცხადა. როგორც პაპავა აღნიშნავს, როდესაც ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია 1 აგვისტოს განახორციელა გამყარება მაშინაც მოხდა, თუმცა შემდეგ კვლავ გაუფასურებამ ჩაანაცვლა.

„ლარის მიმართ რწმენას განცალკევებულად არ განვიხილავდი, ის პირდაპირ დამოკიდებულია ეკონომიკის მიმართ რწმენაზე. შესაძლოა ის (ლარი) უფრო მეტად რეაგირებდეს ეკონომიკის შიგნით კონკრეტულ კომპონენტებზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ის დიდწილად ეკონომიკურ პოლიტიკაზეა დამოკიდებული. ამისი ასახვაა ლარის კურსი, რაც უფრო ხშირად გვექნება შემთხვევები მერყეობის კუთხით, მით უფრო მცირე იქნება ლარის მიმართ ნდობა. ეს მერყეობები კი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სტაბილურად ვითარდება ეკონომიკა“ - განაცხადა პაპავამ.

გიორგი პაპავა მიიჩნევს, რომ პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე გრძელვადიანი, სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა და ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაჩენა რთული იქნება.

ცნობისთვის: ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.9808 ლარია. შესაბამისად, ლარი დაახლოებით 2.5 თეთრით გამყარდა. ევროსთან მიმართებით კი ლარი თითქმის 3 თეთრით, 3.2571 ლარამდე გამყარდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.