მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბოლო მოვლენები ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის IMF-ის მხარდამჭერი პროგრამის არსებობას საქართველოში" - ეკონომისტები

სებ

პიემსი კვლევითი ცენტრმა (PMC RC) IV კვარტალის „საქართველოს ეკონომიკური კლიმატის“ ბიულეტენი წარმოადგინა.

კვლევის თანახმად, ყველა გამოკითხული ეკონომისტი ეთანხმება ან სრულად ეთანხმება IMF-ის წუხილს, საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ IMF-მა გამოთქვა წუხილი სებ-ის დამოუკიდებლობასა და სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით. pmcg-იმკონომისტებს სთხოვა, გამოეთქვათ აზრი IMF-ის წუხილთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ რესპონდენტთა 100% ეთანხმება ან სრულად ეთანხმება IMF-ის მხრიდან გამოთქმულ შეშფოთებას.

ეკონომისტებმა ასევე სებ-ის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისგან მომდინარე შესაძლო საფრთხეები. შეფასებები კი ასეთია:

გამოკითხულ ეკონომისტთა 76%-ის აზრით, ბოლო მოვლენები დიდ ან ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის IMF-ის მხარდამჭერი პროგრამის არსებობას საქართველოში.

ეკონომისტების 59% აღნიშნავს, რომ გაცვლითი კურსი და მონეტარული სტაბილურობა მაღალი ან ძალიან მაღალი რისკის ქვეშაა.

ქვეყანაში ფინანსურ სტაბილურობას მაღალი საფრთხის ქვეშ მიიჩნევს გამოკითხული ეკონომისტების 47%.

ამასთან, გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მაღალ საფრთხეს უქმნის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას.

სებ-ის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა გაცვლითი კურსის რყევები, რამაც აიძულა სებ-ი მიეღო ზომები სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. ეკონომისტებმა გამოთქვეს აზრი სებ-ის მიერ გატარებულ ზომებთან დაკავშირებით.

გამოკითხულ ეკონომისტთა 41% არ ეთანხმება სებ-ის გადაწყვეტილებას, რადგან მიიჩნევს, რომ ეს ზომები გადაჭარბებული იყო.

ინფორმაციისთვის, „საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“ PMC კვლევითი ცენტრის პროდუქტია. ამ ბიულეტენში განხილულია საქართველოს ეკონომიკური კლიმატი ქართველ ეკონომისტთა შეფასებით. აღნიშნული გამოცემისთვის კვლევა ჩატარდა 2023 წლის ნოემბერში. კვლევაში 60 ეკონომისტი იღებდა მონაწილეობას, რომელთა ვინაობაც უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები