PMCG კვლევითი ცენტრი 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის, კერძოდ, მშპ-ს რეალური ზრდის ტემპის, კონკრეტული სექტორების ზრდის და დასაქმების მაჩვენებლების პროგნოზებს აქვეყნებს.
სცენარები და პროგნოზები
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პანდემიის გამო გაურკვევლობის დონე საკმაოდ მაღალია, რაც ეკონომიკური ზრდის ზუსტ პროგნოზირებას თითქმის შეუძლებელს ხდის. ამჯერად, კი გაურკვევლობა უმეტესწილად მომდინარეობს გაურკვეველი ვაქცინაციის გრაფიკიდან, რაც გავლენას ახდენს ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ვირუსის გავრცელების დინამიკა, შეზღუდვების მესამე ტალღის ალბათობა და საერთაშორისო მოგზაურობის აღდგენა.
"სხვა ფაქტორები მოიცავს წარმოებისა და მომხმარებლების ქცევის ცვლილებას და საქართველოში არასტაბილური პოლიტიკური მდგრომარების შენარჩუნებას. გაურკვევლობით აიხსნება მნიშვნელოვანი განსხვავებები ქართული და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებულ სხვადასხვა პროგნოზებში. საქართველოში 2021 წლის მშპ-ს რეალური ზრდის ტემპის საბაზისო სცენარის პროგნოზები 3.5%-დან 5.0%-დე მერყეობს"-აღნიშნულია ანგარიშში,
PMC კვლევითმა ცენტრმა შეიმუშავა კრიზისის განვითარების სამი შესაძლო სცენარი, რომელთაგან თითოეული შეესაბამება მოვლენების განსხვავებულ განვითარებას.
საბაზისო სცენარში მოიაზრება, რომ ეკონომიკა დიდწილად მოახერხებს დაუბრუნდეს ზრდის პანდემიამდელ, გრძელვადიან ტემპებს, თუმცა, პანდემიის გავლენა ჯერ კიდევ საგრძნობია. ეს სცენარი არ ითვალისწინებს შემდგომი ლოქდაუნის საჭიროებას, ითვალისწინებს ვაქცინაციის ვადებს, რომელიც შეესაბამება ამჟამინდელ გეგმას და ასევე, მოიაზრებს ზაფხულის სეზონზე ტურიზმის ზომიერ აღდგენას.
ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, ეკონომიკური აქტივობა პანდემიამდელ ზრდის ტემპებთან შედარებით უფრო სწრაფად მოახერხებს აღდგენას. ეს სცენარი მოიაზრებს შესაძლო პოზიტიურ მოვლენებს, როგორიცაა დაჩქარებული ვაქცინაცია გლობალური და ადგილობრივი მასშტაბით, რომელიც შესაბამისად ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის მოსალოდნელზე მეტად აღდგენას.
პესიმისტური სცენარის შემთხვევაში, ეკონომიკური აქტივობა მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხებს პანდემიამდელი ზრდის ტემპის აღდგენას. ეს სცენარი გულისხმობს უარყოფით მოვლენებს, მაგალითად, გლობალური და ადგილობრივი ვაქცინაციის დაგვიანებას, რაც უარყოფითად იმოქმედებს ტურიზმის სექტორის მოსალოდნელ აღდგენაზე. სცენარი, ასევე, ითვალისწინებს ვირუსის მესამე ტალღის შესაძლებლობას და შეზღუდვების შემდგომ გამკაცრებას.
"განხილული სამი სცენარის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის თითოეულ სექტორზე ეფექტის გათვალისწინებით, შესაძლებელია 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზირება. საბაზისო სცენარის შემთხვევაში, საქართველოს რეალური ეკონომიკა 3.0%–ით გაიზრდება. ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკა 5.4%–ით გაიზრდება, ხოლო პესიმისტური სცენარის შემთხვევაში მოსალოდნელი ზრდა 0.3%–ია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი