მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლონეთი და ჩეხეთი რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავენ

62192c0a269a8
თამთა ჯიჯავაძე
25.02.22 23:25
1176
პოლონეთი და ჩეხეთი რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავენ. როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, ის მუშაობს კანონმდებლობაზე, რომელიც „რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცის დახურვას გამოიწვევს“.

ჩეხეთის ტრანსპორტის მინისტრი მარტინ კუპკა კი აცხადებს, რომ ხვალიდან ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა რუსული ავიაგადამზიდავის ოპერირება შეწყდება.

ცნობისთვის, გუშინ დიდმა ბრიტანეთმაც განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული სამოქალაქო თვითმფრინავების აკრძალვას გეგმავს.