მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი არ ელაპარაკება მოსახლეობას, ის ელაპარაკება ამომრჩევლის მხოლოდ რადიკალურ ფრთას - ბერიკაშვილი

60ec63fd780f8
BM.GE
12.07.21 22:05
924
„რაღაც აბსურდში არის პრემიერი, ამდენი წლის შემდეგ ისევ ნაცებს იძახის, რომ იქითაც ნაცები დგანან, აქეთაც ნაცები, შემდგომ ერთმანეთში ჩხუბობენ და ჩვენ ვაშველებთ“, - ასე აფასებს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი 5 ივლისის მოვლენების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას. მისი თქმით, მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობასა და რადიკალური ჯგუფების წახალისებაში პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს მთავრობას ეკისრება.

„რაღაც აბსურდში არის პრემიერი. ის არ ელაპარაკება საქართველოს მოსახლეობას, პრემიერი ელაპარაკება ამომრჩევლის მხოლოდ რადიკალურ ფრთას და მეტს არავის და არასწორია ეს, რადგან ის საქართველოს წარმოადგენს და ყველას ინტერესები უნდა გაითვალისწინოს. ძალიან ცუდი რამ თქვა, რომ ჩვენ მხოლოდ უმრავლესობის ინტერესები უნდა გავატაროთ. არ არის ეს სახელმწიფოს მეთაურის სიტყვები ნორმალურ სიტუაციაში“, - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.

მისი თქმით, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ამავდროულად წახალისებულია მმართველი პარტიის მიერ, ძალიან ნეგატიური ასახვა ექნება ეკონომიკაზე.

„ხელისუფლება როგორც ჩანს, არ აპირებს ამ სიტუაციიდან გამოსვლას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ცუდია და ეკონომიკური კუთხით რომ შევაფასოთ, ვხედავთ, რომ გასული კვირის განმავლობაში ისედაც კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი ტურიზმის სექტორი რა დღეშია. რამდენმა ადამიანმა გააუქმა ჯავშანი და აღარ ჩამოვიდა და იმის შემდეგ კიდევ ადამიანი გარდაიცვალა. ინვესტიციები, რომელიც ისედაც განულებულია, აღარ შემოვა“, - ამბობს სოსო ბერიკაშვილი და შექმნილ ვითარებაში აქცენტს დიპლომატიური კორპუსის აქტიურობაზე აკეთებს.

„ისინი დიპლომატიურად საუბრობენ და მთავრობას დიპლომატიურად საუბარი არ კი არა, ვერ ესმით. პირდაპირ უნდა თქვან სათქმელი, სახელი და გვარები უნდა თქვან, არადიპლომატიურად პირდაპირ უნდა თქვან. მათი ტონი ძალიან მკაცრია, ამაზე მკაცრი არ არსებობს დიპლომატიურ ურთიერთობებში და ვიცით ვისაც გულისხმობენ, თუმცა თავისებურად შეატრიალებენ ხოლმე, ამიტომ პირდაპირ უნდა თქვან სახელი და გვარები“, - აცხადებს ეკონომისტი.