30.ოქტომბერი .2020 14:42

პრემიერი: შეიძლება, პირბადის ტარება გარეთაც სავალდებულო გავხადოთ

პრემიერი: შეიძლება, პირბადის ტარება გარეთაც სავალდებულო გავხადოთ
views 348
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, შესაძლოა, მთავრობამ პირბადის ტარება სავალდებულო გახადოს.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც არჩევნების შემდეგ შესაძლო მანიფესტაციების მოწყობის აკრძალვას ეხებოდა.

პრემიერი ირწმუნება, რომ არჩევნების შემდეგ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდება და გარკვეული რეკომენდაციების დაცვით, მიტინგების ჩატარება შესაძლებელი იქნება. 

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, შეკრების და მანიფესტაციების თავისუფლების აღკვეთას ეპიდემიოლოგიურ ჭრილში არაფერი არ ემუქრება, მაგრამ შეიძლება, მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ სავალდებულო გავხადოთ პირბადის ტარება როგორც  დახურულ შენობაში, ასევე - გარეთაც. დღეს სავალდებულოა მხოლოდ დახურულ შენობაში, რაც შეეხება ღია სივრცეებს - არის მკაცრი რეკომენდაცია. ამდენად, ყველას შეუძლია მოაწყოს მიტინგი, ოღონდ კანონის სრული დაცვით და პირბადით. ამას სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება, ეს ერთ და ორ დღეში ვერ გაკეთდება, ამიტომ არავის გამოხატვის თავისუფლებას არაფერი არ ემუქრება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა