მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის ხელმძღვანელობით, ავიაციის განვითარების სტრატეგია შემუშავდება - ქვრივიშვილი

60f5513d2ca23
ინგა მურუსიძე
19.07.21 14:16
809
პრემიერის ხელმძღვანელობით, საქართველოში ავიაციის ინდუსტრიის განვითარების სტრატეგია გაკეთდება, - განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ტურიზმის ინდუსტრიაში ჩვენ შევიმუშავეთ ერთიანი დოკუმენტი. კერძო სექტორთან ერთად ჩვენ გვაქვს სტრატეგია, ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა და მივყვებით ამ სტრატეგიას კვალდაკვალ. ახლა ეს გეგმა ადაპტირების პროცესშია. ჩვენი გეგმა და გადაწყვეტილება პრემიერის ხელმძღვანელობით არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში გავაკეთებთ ავიაციის ინდუსტრიის განვითარების სტრატეგიას, მისი სამოქმედო გეგმით.

რა თქმა უნდა, ავიაციის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი, მათ შორის ცალკე მდგომი იქნება აეროპორტების განვითარების სტრატეგია, კიდევ ერთხელ ჩვენ აუცილებლად უნდა გავიაზროთ ის, რომ ავიაციის განვითარება პირდაპირ პროპორციულად უწყობს ხელს დივერსიფიცირებულ განვითარებას. ჩვენი მიზანი და ამოცანა მომდევნო პერიოდში კვლავ არის პირდაპირი რეისების და შიდა რეისების სტიმულირება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.