მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პრობლემები, რაც იქნება ბიზნესომბუდსმენთან მიტანილი, რამდენიმე წუთში პრემიერის კაბინეტში მოხვდება"

5dccf4512ced2
დავით ჯალაღონია
14.11.19 10:28
1323
პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ბიზნესომბუდსმენის აპარატს შორის ეფექტური თანამშრომლობა ძალზედ მნიშვნელოვანია – ამის შესახებ გახარიამ ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე მიხეილ დაუშვილი წარდგენისას განაცხადა.

"კიდევ ერთი ახალი წევრი გუნდის და ჩემთვის საამაყო გახლავთ ბატონი მიხეილ დაუშვილი, რომელიც დღეიდან დაინიშნება ბიზნესომბუდსმენად. მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ ვამბობთ, ძლიერი ქართული ბიზნესი არის ჩვენი ყველაზე დიდი ეკონომიკური გამოწვევების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც უნდა დაგვეხმაროს, შევქმნათ ახალი, დამატებითი სამუშაო ადგილები და ამით დავამარცხოთ სოციალური სიდუხჭირე, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ბიზნესის მხარდაჭერა იქ, სადაც ამას კანონი საშუალებას გვაძლევს, ეს იქნება ბატონი მიხეილის ძირითადი ამოცანა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ღირსეულად გაართმევს თავს ამ ამოცანას.

ამასთან ერთად, თითოეულ ბიზნესმენს, ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენელს – მსხვილი ბიზნესი იქნება, საშუალო, თუ წვრილი, მინდა ვუთხრა და დავპირდე, რომ ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიხეილ დაუშვილთან მიტანილი, რამდენიმე წუთის განმავლობაში იქნება პრემიერ–მინისტრის კაბინეტში მოხვედრილი, ამიტომ ეს ეფექტური ბმა, თანამშრომლობა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ომბუდსმენის აპარატს შორის, ძალზედ მნიშვნელოვანია", – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის: მიხეილ დაუშვილი ეკონომიკურ საბჭოში იმ პერიოდში მუშაობდა, როდესაც გიორგი გახარიას ბიზნესომბუდსმენობის პარალელურად, ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობაც ეკავა; ხოლო მას შემდეგ, რაც გახარია შს მინისტრი გახდა, დაუშვილმაც შსს-ში გადაინაცვლა.

ბოლოს მას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ დაკავებული პოზიციები საკუთარი ნებით დატოვეს.