მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების პირბადის ტარებისგან თავისუფლდებიან - სამინისტრო

60262e4dba0e0
ინგა მურუსიძე
12.02.21 11:44
674
როგორც ცნობილია, 15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში აღდგება. გარდა ამისა, უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, მე-5-ე, მე-12-ე კლასელებმა სკოლაში ყოფნის პერიოდში პირბადეები უნდა ატარონ.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განმარტა, პირბადის ტარებისგან გათავისუფლდებიან სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები, მხოლოდ მშობლის მიმართვის საფუძველზე.

“თუ მშობელი მიმართავს სკოლას, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სკოლა იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე თავისუფლდება პირბადის ტარებისგან”, - განაცხადა დგებუაძემ.

მისი თქმით, რეკომენდაცია სკოლებს უკვე გადაეგზავნა.