მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სკოლაში უნდა დავაბრუნოთ ეროვნული შეფასება, რომ არ მივიღოთ ნიშნების ინფლაცია - გიორგი ამილახვარი

განათლების მინისტრი

სკოლაში უნდა დავაბრუნოთ ეროვნული შეფასება, რომ არ მივიღოთ ნიშნების ინფლაცია, - ამის შესახებ “მინისტრის საათის” ფარგლებში, განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

"ეროვნული შეფასება, რომელიც გულისხმობს ბავშვის ტრანზიციას უმაღლეს განათლებაში, პროფესიული განათლების აქტიურად შემოტანას ზოგად განათლებაში - ამ მიდგომით მიმაჩნია, რომ გარკვეული პერიოდის მერე ბავშვებს დავუბრუნებთ საშუალო საფეხურის, ანუ მე-9 მე-12 კლასს ვგულისხმობ, დანიშნულებას.

სკოლაში უნდა დავაბრუნოთ ეროვნული შეფასება. თუ ეროვნული შეფასება არ იქნება და გარკვეული პერიოდის შემდეგ არ იქნა სავალდებულო, მაშინ ჩვენ მივიღებთ ნიშნების ინფლაციას.

განმსაზღვრელი შეფასებას აზრი არ ექნება, თუ სკოლაში ეროვნული შეფასება არ შემოვიდა“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები