მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროექტი, რომელიც ვერ მოესწრო – რაზე სწყდება გული მარიამ ქვრივიშვილს

5f798e1b884d2
თამთა ჯიჯავაძე
04.10.20 13:10
1842
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უკვე მიმავალმა ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Forbes Talks-ში იმ პროექტზე ისაუბრა, რომელზეც გული სწყდება რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ვერ მოესწრო. ქვრივიშვილის თქმით, ეს არის სველი წერტილების პროექტი.

„გული მწყდება იმაზე, რომ სანამ აქ ვარ, ვერ დავიწყეთ უშუალოდ განხორციელება ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროექტის, რომელიც არის სველი წერტილების პროექტი. თუმცა, მოხარული ვარ, რომ ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარდა ჩვენი გუნდის მხირდან და უდიდესი მხარდაჭერა გვაქვს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხიდან იმისთვის, რომ უკვე ახალი ხელმძღვანელისთვის დავტოვოთ ღირებული საქმე, რაც იქნება უკვე იმის საწინდარი, რომ მომდევნო პერიოდში გადავიდეს იმპლემენტაციის ეტაპზე.

ეს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს ფუნდამენტურად ამ პრობლემის აღმოფხვრას, თუმცა, საგრძნობლად შეამსუბუქებს ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან მინიმუმ ტურისტულ ობიექტებზე სველი წერტილების პრობლემის აღმოფხვრას. ჩვენ ასევე, ამ პროექტზე მუშაობისას აღმოვაჩინეთ, რომ ქვეყანაში არ იყო ისეთი ნორმატიული აქტები, რომელიც სანიტარულ ნორმებს ამ კუთხით არეგულირებდა და ჯანდაცვის სამინისტროსთან აქტიური მუშაობით უკვე გვაქვს ეს სტანდარტი“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, მეორე რაზეც მას ასევე გული სწყდება, არის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინსტიტუციური რეფორმის ვერ მოსწრება.

„ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც გულისხმობს უწყების გაძლიერებას და ისეთი ფორმის მიღებას, რომელიც ინსტიტუტს კიდევ უფრო ფუნქციურს გახდიდა. გუნდში ამაზე აქტიურად მიდიოდა მუშაობა. ბევრი რამ გაკეთდა“, – აღნიშნა მან.

ცნობისთვის, მარიამ ქვრივიშვილი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის მე–8 ნომრად დაასახელა, რის გამოც მას მალე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტის დატოვება მოუწევს. მისი შემცვლელის პოვნის მიზნით კი გამოცხადდება ვაკანსია.