მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროგრამის “გადაიღე საქართველოში” ფარგლებში სამ პროექტს განიხილავენ

6183f3fca73ee
მარიამ ვარადაშვილი
04.11.21 22:00
539
პროგრამის "გადაიღე საქართველოში” ფარგლებში ამ ეტაპზე სამი პროექტია განხილვაში: კანადურ-ამერიკული მხატვრული ფილმი, ბულგარეთთან კო-პროდუქცია, ხოლო მესამე პროექტი ქართული მხატვრული ფილმია. ამის შესახებ BMG-ის სააგენტოში "აწარმოე საქართველოში" განუცხადეს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო პროგრამა რედიზაინის შემდეგ ბენეფიციარებს საშუალებას აძლევს მკაფიო წარმოდგენა ჰქონდეთ, თუ როგორ ხდება ხარჯების კვალიფიციურად აღიარება და რა პროცედურების შესრულება მოუწევთ პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე.

ამასთან, ბენეფიციარები ვალდებული არიან ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვეში სააგენტოს აუდიტის დასკვნა წარუდგინონ.

სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამას დაემატა "განგრძობითი პროექტის" მიმართულება, რომლის მეშვეობითაც კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ ისეთი პროექტები, რომლის მოსამზადებელი სამუშაოები და გადაღებები 12 თვეზე მეტი ხნით გრძელდება.

რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, როგორც სააგენტოში აცხადებენ, თანადაფინანსების განაკვეთი იგივე დარჩა.

რამდენიმე თვის წინ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ რამდენიმე პროექტზე მიმდინარეობდა მუშაობდა, რაც კინო პავილიონების განვითარებას ითვალისწინებდა.
ამ საკითხზე სააგენტოში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორც პავილიონების მიმართულებით, ასევე მსხვილ ამერიკულ სტუდიებთან პროექტების საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო პროგრამა “გადაიღე საქართველოში” ეკონომიკის სამინისტროს სსიპ “აწარმოე საქართველოში” 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში მხატვრული/დოკუმენტური ფილმის, სერიალის, ანიმაციის, რეკლამის, რეალითი შოუს შექმნით დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ მწარმოებლებს შეუძლიათ დახარჯული თანხის 20-25% უკან დაიბრუნონ.

თანხის უკან დაბრუნება ვრცელდება პროგრამით განსაზღვრულ კვალიფიციურ ხარჯებზე, რომელიც 500 000 ლარს უნდა აღემატებოდეს მხატვრული ფილმის და სერიალის შემთხვევაში, ხოლო 300 000 ლარს დოკუმენტური ფილმის, ანიმაციის, რეკლამის და რეალითი შოუს შემთხვევაში.