მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პროკრედიტ ბანკი" წალენჯიხაში ელექტრომობილების დამტენებს დაამონტაჟებს

6267c898e8d0e
სალომე ჭიპაშვილი
26.04.22 23:00
1581
“პროკრედიტ ბანკი" ელეტრომანქანების დამტენებს მალე წალენჯიხაში დაამონტაჟებს. როგორც bm.ge-სთან საუბარში ბანკის გენერალურმა დირექტორმა ალექს მატუამ განაცხადა, წალენჯიხის მერთან შეხვედრა უკვე შედგა და დამტენების სადგური მალე წალენჯიხა-ჯვარის გზაზე განთავსდება.

"ელექტროდამტენების ქსელის არარსებობა იყო ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი ელექტრომანქანის შეძენისას. რამდენიმე კომპანიამ წამოიწყო ამ ქსელების განვითარება, თუმცა პრაგმატული ბიზნეს ხედვა არ ჰქონდათ, ვინაიდან  არსებულ დამტენებზე ელექტროენერგიის ხარჯი საკმაოდ მაღალი იყო, ამიტომ „პროკრედიტმა“ დამტენების პროექტში ჩართვა გადაწყვიტა.

ვაპირებთ მთელი საქართველო მოვიცვათ. თითქმის ყველა ქალაქში "პროკრედიტის" ელექტროდამტენები განთავსდება, რომლითაც ელექტრომობილის ფლობელი ორი წლის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებს", - განაცხადა ალექს მატუამ.

„პროკრედიტ ბანკის“ აღნიშნული პროექტი ერთი თვის წინ დაიწყო. თბილისში, თელავში, ზუგდიდში, ბათუმსა და გორში უკვე 10 დამტენი დამონტაჟდა და წლის ბოლომდე კიდევ 30 განთავსდება. „პროკრედიტ ბანკი“ მომხმარებელს ელექტროავტომობილების შესაძენად სესხს საინტერესო პირობებით სთავაზობს.