მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაკარონი ქართული" ახალ საწარმოო ხაზს ამატებს - ინვესტიცია 0,5 მლნ-ია

6245c67c5cb6d
მარიამ იზორია
02.04.22 14:04
1872
“მაკარონი ქართულის” მწარმოებელი კომპანია "გრანდ კახეთი" ახალ საწარმოო ხაზს ამატებს.

როგორც bm.ge-ს კომპანიის დირექტორმა პაატა მამისაშვილმა განუცხადა, უახლოეს მომავალში ორ ახალ სახეობას დაამატებენ და სპაგეტის წარმოებასაც დაიწყებენ, საბოლოოდ კი პროდუქტის სახეობა 15-მდე გაიზრდება.

მისივე თქმით, ახალი საწარმოო ხაზისთვის კომპანია ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

„დაახლოებით ერთ თვეში უკვე ორი ახალი სახეობა გვექნება. სპაგეტის წარმოებასაც დავიწყებთ. ამას დამატებითი დანადგარები სჭირდება, რომელსაც უახლოეს პერიოდში შემოვიტანთ. ახალი საწარმო ხაზისთვის დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიციას ჩავდებთ, ამასთან, ამ დროისთვის 900-გრამიანი, 4 და 5-კილოგრამიანი შეფუთვები გვაქვს. შეკვეთილი გვაქვს დანადგარები, რომლის საშუალებითაც 400-გრამიანი შეფუთვის წარმოებასაც შევძლებთ“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.

ინფორმაციისთვის, „მაკარონი ქართულის“ საწარმო, რომელიც 25 ადამიანს ასაქმებს, გარდაბნის რაიონში მდებარეობს. საწარმოს დღიური წარმადობა 5 ტონა პროდუქტია, სამომავლოდ კი მოცულობის 10 ტონამდე გაზრდა იგეგმება.